„და ჩვენ ვიცეკვეთ“ - აქცია ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოსთან“

საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართება ფილმის ჩვენება ბათუმშიც, კინოთეატრ „აპოლოსთან“. ცოტა ხნის წინ  აქციაზე ერთი პირი დააკავეს. დაკავებულმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მაყურებელს, რომელიც ჩვენებაზე დასასწრებად მივიდა. დაკავებამ აქციის მონაწილეთა შორის უკმაყოფილება გამოიწვია, მათ ახსნა-განმარტება აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელისგან მოითხოვეს.

კონსტანტინე ანანიაშვილმა კი  აქციის მონაწილეებს კანონის ფარგლებში მოქმედებისკენ მოუწოდა. მისი განმარტებით, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაბამისი ზომები გატარდება. ამ დროისთვის სიმშვიდეა. კინოთეატრთან სეანსი 22:00 საათზე იწყება.

დატოვე კომენტარი