ფილმი ფილმზე - „გიორგი სააკაძე“
დოკუმენტური ფილმი ქართული საბჭოთა ბლოკბასტერის “გიორგი სააკაძის” შექმნის ისტორიას ეხება.

გაიგებთ, თუ რატომ შეიცვალა სტალინის კინოგემოვნება მეორე მსოფლიო ომის წინ და რატომ ჩაანაცვლა სოციალური შრომის გმირები, ფეოდალური ხანის ისტორიული გმირებით. პირველად ნახავთ მხატვრული ფილმის გადაღების უნიკალურ კადრებს. ასევე პირველად შეიტყობთ “გიორგი სააკაძის” იმ ისტორიულ ბუკლეტზე, რომელიც 1943 წლის თეირანის ისტორიულ კონფერენციაზე, პირადად სტალინმა დაურიგა შეხვედრის მონაწილეებს. გარდა ამ ისტორიული დოკუმენტებისა შეხვდებით ფილმში მონაწილეებს, რომლებიც თვითონ საუბრობენ იმაზე, თუ რა ხდებოდა მეორე მსოფლიო ომის დროს გადასაღებ მოედანზე და გადაღების მიღმა.

სცენარის ავტორი – ზაზა ჯღარკავა, რეჟისორი – ლევან ადამია
დატოვე კომენტარი