ნანა მჭედლიძე 90 წლისაა - ფილმი ფილმზე „იმერული ესკიზები“
ნანა მჭედლიძის “იმერულ ესკიზებში” სამ ათეულ წელზე მეტი ხნის წინათ მომხდარი ამბები გაცოცხლდა.

90 წელს გადაცილებულმა რეჟისორმა და მხატვრული ფილმის გმირებმა, ფილმზე მუშაობის დროს მომხდარი, ამბები გაიხსენეს.

იმ ადგილების  ნაწილი, სადაც წლების წინათ გადაღებები მიმდინარეობდა, დღესაც უცვლელადაა შენახული. არსებობას აგრძელებს, “იმერულ ესკიზებში” მონაწილე ხონის სახალხო სასულე ორკსეტრიც, რომელიც დღევანდელ საქართველოში უკვე ერთადერთია.