#ფერმა სოფლის მაშენებლები ბორჯომიდან - შემოქმედებითი მიდგომა ბიზნესისა და ტრადიციული საქმისადმი

▶  სოფლის მაშენებლები ბორჯომიდან. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ტრადიციული საქმის სინთეზი. გაიცანით ადამიანები, რომლებიც საკუთარ ბიზნესს შემოქმედებითად უდგებიან. დედა ფუტკრების გამოყვანის ტექნოლოგია და რჩევები გამოცდილი მეფუტკრისაგან, რომელიც თაფლს სკის გაუხსნელად წურავს;

▶ სწავლა გართობის პარალელურად. საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართული მოსწავლეები და სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების გზა სასკოლო ოთახიდან პროფესიულ განვითარებამდე;

▶  ხორბლის უძველესი ჯიშების თესვა ფერმერ გიორგი ალადაშვილის სამეურნეო ნაკვეთში. კალოში გალეწილი თავთავისგან დამზადებული შოთები და მის დასაგემოვნებლად სოფელ რუისპირში ჩასული ფერმერები რაჭა-ლეჩხუმიდან და სვანეთიდან. ქართული პურის ზეიმი ფერმაში;

▶  ჰობი, რომელიც აგრობიზნესად უნდა იქცეს. ტყემლოვანადან ხაშმში ჩამოტანილი ქვევრები საფერავის დასაღვინებლად. ბავშვობის ოცნების ასრულება სოფელ ხაშმში ნაყიდ ათ ჰექტარზე. ადგილი, სადაც დიდ აგროსაქმეს უყრის საფუძველს პროფესიით დიპლომატი, ნიკა ზაუტაშვილი.

ფერმა