#ფერმა ბიომეურნეობა ნაბახტევში - ქართული ხორბლის სახეობების უნიკალური კოლექცია

მე-8 სატელევიზიო სეზონის ბოლო გადაცემა.

გადაშენების პირას მყოფი ქართული ხორბლის სახეობების უნიკალური კოლექცია. მარცვალ-მარცვალ შეგროვებული მასალით გაშენებული ყანა და ტრადიციული პური, რომლის არომატიც არასდროს დაგავიწყდებათ. ნახეთ, როგორ იმკება წითელი დოლი, ცხვება ნაზუქი და მზადდება ნიადაგი ბიომეურნეობაში საშემოდგომო თესვისთვის;

#გაიგეთმეტი  გეო გაპის შესახებ. ახალი შესაძლებლობა ქართველი ბიომეურნეებისთვის და სერტიფიცირების მარტივი გზა;

პირველად ათწლეულების შემდეგ, კალოობის უძველესი ტრადიციის აღდგენა სოფელ რუისპირში. პურის გალეწვის მამაპაპური მეთოდი, თონეში ჩაკრული პური და გიორგი ალადაშვილის ნატურალური პურ-ღვინით მოხიბლული სტუმრები ნახეთ, რუბრიკაში #არტიშოკი.