#ფერმა მოგზაურობა ღრუბლებს ზემოთ, გომისმთაზე - მომთაბარე მეცხოველეობა ალპურ ზონაში

ადგილი, სადაც გაოცებს ღრუბლები შენს ქვევით, მზე ხელისგულზე და შენი ქვეყნის სილამაზე. #ფერმასთან ერთად გაიარეთ სიყვარულის კოშკებით მოფენილი გზა მისტიკური მწვერვალისაკენ. ნახეთ, როგორია ცხოვრება ნისლში, მეცხოველე ფერმერების ტრადიციად ქცეული მომთაბარეობა, ალპურ ზონაში მოყვანილი ბოსტნეული და ზღვის დონიდან 2000 მეტრზე დათესილი ქორბუდა სიმინდის ყანა. გომისმთა – ზღაპრული პეიზაჟები და თვალუწვდენელი სივრცე.

რუბრიკაში „არტი-შოკი“ თქვენ გელით უჩვეულო კაცის არაჩვეულებრივი გარემო, 500-წლოვან მუხაში გაკეთებული ფიქრის ოთახები, აუზში თავდაყირა ჩაკიდული ხეები, წყლიდან მხტომელი თევზები, ერთი სიტყვით, ცხოვრების შავ-თეთრის გამფერადებელი კაცის მისტიკური არტისა და ფერმერობის შერწყმა –   გადაცემა ღრუბლებს ზემოთ სამოგზაუროდ გეპატიჟებათ.