სპორტული ვიქტორინის „ფეხბურთის ლოგიკის” გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია. ყველაზე იღბლიანი და მთავარი პრიზის მფლობელი გრიგოლ ხუბუნაია გახდა. მას დღეს საზეიმო ვითარებაში სპეციალურად დაწესებული პრიზი ავტომობილი გადაეცა. ჯილდო ვიქტორინაში გამარჯვებულისთვის კომპანია „კრისტალბეთმა” დააწესა.
კიდევ ერთი პრიზი, რომელიც ლოტოტრონის მეშვეობით გათამაშდა, “მეგატექნიკის” მიერ დაწესებული პრიზი ტელევიზორი იყო. ერთი თვის განმავლობაში, მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას, ვიქტორინა „ფეხბურთის ლოგიკაში” ჯამში გათამაშდა 60 პრიზი.
პრიზები კი გადაცემაში დასმულ შეკითხვებზე პირდაპირ ეთერში გაცემული სწორი პასუხების მიხედვით გაიცა.