ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე ოფიციალურად დადასტურდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთადერთი კანდიდატი ლევან კობიაშვილი იქნება. დღევანდელ შეხვედრაზე ოცდამეცამეტე საარჩევნო ყრილობის საპროცედურო რეგლამენტი დამტკიცდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი აღნიშნულ პოზიციაზე 29 დელეგატმა ერთობლივად წარადგინა.
არჩევნები 4 თებერვალს გაიმართება. არჩეული კანდიდატი თანამდებობას მომავალი 4 წლის განმავლობაში დაიკავებს.