"ფარული ჩანაწერების" საქმე

ხმაურიანი სასამართლო სხდომა და მეორე ინსტანციის მიერ ძალაში დატოვებული განაჩენი. კუდ-ის მაღალჩინოსნები, რომლებსაც გამოძიება 2016 წელს გავრცელებული ფარული ჩანაწერების მომზადებას ედავებოდა, მოსამართლემ დამნაშავეებად ცნო.

ისევე, როგორც ერთი წლის წინ, პროტესტი ამჯერადაც განაჩენის გამოცხადებას მოჰყვა.

რეზონანსული საქმის არც ერთი ფიგურანტი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. საქმის განხილვა, სავარაუდოდ, უმაღლეს ინსტანციაში გადაინაცვლებს.