ახალი თბილისის ფრენბურთის დარბაზმა საქართველოს აბსოლუტურ ფალავნობას უმასპინძლა. ქართული ჭიდაობა, რომელიც წელს 90-ედ გაიმართა, ახლახან, იუნესკო-მ მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა – ეს იუნესკო-ს აღიარების შემდეგ პირველი ფალავნობა გახლდათ.