„საქართველოს ვარსკვლავის“ მეორე სეზონის გამარჯვებული თორნიკე ყიფიანი „ევროვიზია 2021“-ის მეორე ნახევარფინალურ ტურში ხვალ იმღერებს. მასშტაბური ევროფესტივალის ქართველი მონაწილე მაყურებლის წინაშე სიმღერას სახელწოდებით you შეასრულებს, რომლის ავტორიც თავადაა. რიგით 65-ე ევროფესტივალის დევიზია open up. წელს კონკურსს 39 მონაწილე ჰყავს. შოუს ფინალი კი 22 მაისს გაიმართება.
ევროვიზია