ევროპარლამენტის რეზოლუცია

ევროპარლამენტარები საქართველოზე მსჯელობენ.

ხვალ სტრასბურგში კენჭი უნდა უყარონ რეზოლუციის პროექტს, სადაც ჩვენი ქვეყნის მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესია შეფასებული. ერთი დღით ადრე კი, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური დებატები მიმდინარეობს თემაზე, როგორ ასრულებენ ასოცირების შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს საქართველო და მოლდოვა, რომლებმაც 2014 წლის ივნისში ხელშეკრულებას ხელი ერთად მოაწერეს.

დეპუტატ ანდრეს მამიკინსის მიერ წარდგენილ რეზოლუციის პროექტში რვა შესწორებაა მომზადებული. დოკუმენტში პროგრესთან და წარმატებებთან ერთად მითითებულია სფეროებიც, სადაც რეფორმების გაგრძელებაა საჭირო. მათ შორისაა მართლმსაჯულების სისტემა, პროკურატურა, შრომითი უსაფრთხოება და კორუფციასთან ბრძოლა.

ჩართვა სტრასბურგიდან, ქეთი ქარდავა აშუქებს ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებს.