დებატები ევროპარლამენტში

საქართველო განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება დღეს ევროპარლამენტში.

როგორ ასრულებს ქვეყანა ასოცირების შეთანხმებას, – ევროკავშირის მიერ მომზადებულ ანგარიშზე, რომლის მომხსენებელიც ანდერს მამიკინსია, დღეს დებატები შედგება. დოკუმენტში შეფასებულია ქვეყანაში გატარებული რეფორმები. ის მოიცავს რეკომენდაციებს ხელისუფლების მისამართით და მოწოდებას რუსეთის ფედერაციის მიმართ. ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსკოვს, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

სტრასბურგში ანგარიშის ავტორს და დეპუტატებს ქეთი ქარდავა ესაუბრა.