ევროპარლამენტის რეზოლუცია

რამდენიმე საათში ევროპარლამენტში საქართველოზე დებატები დაიწყება.

სტრასბურგში შეკრებილი დეპუტატები იმსჯელებენ ჩვენი ქვეყნის მიერ გატარებულ რეფორმებზე. მომხსენებელი ანდრეს მამიკინსია. დოკუმენტში შეფასებულია საქართველოსთან ასოცირების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების შესრულების დონე. ანგარიში დადებითად აფასებს ასოცირების შეთანხმების შესრულებას. ამასთან, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გადაჭრას არსებული პრობლემები, რომლებიც უკავშირდება შრომით უფლებებს.

ქეთი ქარდავა მუშაობს თემაზე.

დატოვე კომენტარი