ტესტირება ქართულ ენასა და ლიტერატურაში.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. პირველი სასესიო დღე უკვე დასრულებულია. საგამოცდო ცენტრებში დღევანდელ გამოცდაზე რეგისტრირებული აბიტურიენტების 93 % მივიდა. ქვეყნის მასშტაბით გამოცდიდან მხოლოდ ხუთი ახალგაზრდა მოიხსნა. ორს მაღალი ტემპერატურა გამოუვლინდა, ორმა დააგვიანა, ერთს კი დამკვირვებლებმა მობილური ტელეფონი აღმოუჩინეს.
როგორ ფასდება ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი დღე, – ამას გენო ოსიყმაშვილი გაგვაცნობს.