ლარის კურსი სამ და ოთხიან ნიშნულს ასცდა. სავალუტო პუნქტებში ერთი დოლარის ფასი უკვე სამი ლარი და 41 თეთრია. ერთი ევრო კი ოთხ ლარად იყიდება. ბოლო პერიოდში ეროვნული ბანკის უკვე რამდენიმე ინტერვენციის მიუხედავად, ეროვნული ვალუტა დასტაბილურების ნაცვლად, მკვეთრად უფასურდება. პროცესი კიდევ უფრო საგრძნობი გახდა ნოემბრიდან.
მმართველი გუნდი სავალუტო ბაზარზე მიმდინარე რყევების ობიექტურ ფაქტორებს გამორიცხავს და ლარის კურსის ვარდნას, პოლიტიკური პროცესების გამო შექმნილ ნეგატიურ მოლოდინებს უკავშირებს. ამ პოზიციას ეკონომისტების ერთი ნაწილიც იზიარებს, მეორე ნაწილს კი ეროვნული ბანკის მიმართ პრეტენზიები აქვს.