პარლამენტში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს მოუსმენენ. განხილვა ამ წუთებში საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე უნდა დაიწყოს. საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატებად გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე წარუდგინა.
როგორია მხარეთა პოზიციები, მანანა დევაძე გვეტყვის.