საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ლარის კურსის ცვლილებაზე ისაუბრა. ნათია თურნავას განცხადებით, ყოველთვის, როდესაც სახეზეა არაფუნდამენტური, ერთჯერადი, არაეკონომიკური ფაქტორები და მიზეზები, ისინი ვალდებულები არიან, ყველა ბერკეტით მოახდინონ სავალუტო ბაზრის სტაბილიზაცია და თავიდან აირიდონ ლარის მყისიერი გაუფასურება. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ბანკირის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, გასულ წელს რეზერვების წმინდა შესყიდვები მილიარდ სამასი მილიონი დოლარი იყო ანუ დაახლოებით სამჯერ უფრო მეტი, ვიდრე წელს გაიყიდა. მისივე თქმით, წლის ბოლომდე უარყოფითი ბალანსი შემცირდება და რეზერვები ისევ აღდგება.