პარლამენტში ერთ საათში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მოუსმენენ. კომიტეტზე კობა გვენეტაძე დეპუტატებს ეროვნული ბანკის 2023-2025 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე ანგარიშს წარუდგენს.
დოკუმენტი ფასების სტაბილურობის, საბანკო ზედამხედველობისა და ინფლაციის შესახებ მომდევნო წლების განმავლობაში ეროვნული ბანკის სტრატეგიას მოიცავს. გვენეტაძეს დეპუტატების შეკითხვებზეც მოუწევს პასუხების გაცემა.