ეროვნული ბანკის 2021 წლის ანგარიში

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტს დღეს წლიურ ანგარიშს წარუდგენს. გასული წლის გამოწვევებზე კობა გვენეტაძე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე ისაუბრებს. ოპოზიციური სპექტრი მთავარ პრობლემად ინფლაციას ასახელებს და აცხადებს, რომ კობა გვენეტაძეს კითხვებს სწორედ ამ საკითხზე დაუსვამს. ამ თემაზე სურს დეტალების მოსმენა მმართველ გუნდსაც.