ერევანში საპროტესტო აქციები გრძელდება - მთავარი მოთხოვნა სერჟ სარგსიანის გადადგომაა

ერევანში საპროტესტო აქციები გრძელდება. ახალი მთავრობითა და მისი ლიდერით უკმაყოფილო მოსახლეობა დედაქალაქის ქუჩებში გადაადგილდება, საღამოს 19:00 საათზე კი აქციის მონაწილეები საპროტესტო აქციის ხელმძღვანელთან, ფრაქციაელქის ლიდერთან, ნიკოლ ფაშინიანთან ერთად კვლავ რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან  და თავიანთ მოთხოვნებს კიდევ ერთხელ გაახმაურებენ.

მთავარი მოთხოვნა სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის და ახლა უკვე პრემიერ-მინისტრის, სერჟ სარგსიანის გადადგომაა. პრემიერი ოპოზიციონერებსა და მოქალაქეებს დიალოგისკენ მოუწოდებს.

ნოდარ ჩაჩუა მოგვიყვება ერევანში მიმდინარე მოვლენების შესახებ.