კოვიდრეგულაციების ნაწილი დღეიდან შემსუბუქდა. გარე სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის. გარდა ამისა, დისტანციურ რეჟიმზე მყოფი პირები სამუშაო სივრცეებს დაუბრუნდნენ. ასევე, მოიხსნა რაოდენობრივი შეზღუდვები სხვადასხვა დაწესებულებებში. კვლავ ძალაში რჩება პირბადის სწორად ტარების ვალდებულება დახურულ სივრცეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
რაც შეეხება უახლეს სტატისტიკას, გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 229 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 12 პაციენტი და გამოჯანმრთელდა 2 993 ინფიცირებული. სპეციალისტების განცხადებით, იმისთვის, რომ ეპიდვითარების სტაბილურობა შენარჩუნდეს, აუცილებელია ვაქცინაცია და ამ დროისთვის არსებული რეგულაციების დაცვა.
შეგახსენებთ 1-ლი აპრილიდან საქართველო „ფაიზერის“ ახალ დოზებს მიიღებს.