ეპიდემიური ვითარება საქართველოში

საქართველოში „ომიკრონის“ გააქტიურების შედეგად ეპიდსიტუაცია უკიდურესად მძიმდება – ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 11 039 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც მორიგი ანტირეკორდია. გარდაიცვალა 42 პაციენტი. შემაშფოთებელია დადებითობის დღიური მაჩვენებელიც, რომელმაც 17.28% შეადგინა. ბოლო 24 საათში მხოლოდ თბილისში 6 027 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რეგიონების მიხედვით შემდეგია იმერეთი 1 323 ახლად ინფიცირებულით და აჭარა 1 167 შემთხვევით. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 70 ათასს აღემატება, საიდანაც საავადმყოფოებში 4 500-მდე ადამიანი მკურნალობს. ქვეყნის მასშტაბით მძიმედ 989 პაციენტის მდგომარეობა ფასდება.

როგორ აფასებენ ეპიდსიტუაციას სპეციალისტები – თათია ტაბეშაძე მედიკოსებს ესაუბრა და ახლა პირდაპირ ეთერში მოგვიყვება, რა რეკომენდაციები და პროგნოზები აქვთ ექიმებს?