ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 4 467 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – გარდაიცვალა 42 მოქალაქე. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8.51%-ია. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევიდან, ყველაზე მეტი თბილისში დაფიქსირდა, შემდეგ მოდის იმერეთი, კახეთი და სამეგრელო-ზემო სვანეთი. ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების 52 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა. მათგან საავადმყოფოებში 6 ათასამდე მოქალაქე მკურნალობს.
როგორ აფასებენ ეპიდემიურ ვითარებას სპეციალისტები – თათია ტაბეშაძე ესაუბრა მედიკოსებს.