საქართველოში კორონავირუსის 773 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა. რაც შეეხება კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიურ მაჩვენებელს, მან 2,04 პროცენტი შეადგინა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 37 923 ტესტი. პარალელურად, გრძელდება ვაქცინაცია, თუმცა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემთხვევაში, იმუნიზაციის პროცესი უკვე მესამე დღეა, სერიოზული შეფერხებით მიმდინარეობს. ამ დროისთვის ქვეყანაში სულ აცრილია – 242 451-ზე მეტი ადამიანი.