კახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა ყოველდღიური მაჩვენებელი 40-დან 50-ის ფარგლებშია. პარალელურად, მიმდინარეობს „ასტრაზენეკასა“ და „სინოფარმის“ ვაქცინების გამოყენებით მოსახლეობის იმუნიზაცია.
კახეთის რეგიონის შვიდ მუნიციპალიტეტში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში ყოველდღიურად 160-მდე მოქალაქე იცრება. 24 მაისამდე ვაქცინაციისთვის 2000 ადგილია დაჯავშნილი.