პრემიერ-მინისტრმა გართულებულ ეპიდემიურ ვითარებაზეც ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბოლო დღეებში კორონავირუსის შემთხვევებმა იმატა, გამოსავალი კი ვაქცინაციაა.
პრემიერის თქმით, ეტაპობრივად, ყოველ შაბათ-კვირას შემოვა „ფაიზერის“ ვაქცინა. ასევე, ამერიკის მთავრობას „ფაიზერის“ ნახევარი მილიონი დოზის ჩუქება აქვს გადაწყვეტილი, რომელსაც ქვეყანა უახლოეს რამდენიმე კვირაში მიიღებს.