ეპიდემიური ვითარება – ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება

12:10, 17.07.2021

პრემიერ-მინისტრმა გართულებულ ეპიდემიურ ვითარებაზეც ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბოლო დღეებში კორონავირუსის შემთხვევებმა იმატა, გამოსავალი კი ვაქცინაციაა.

პრემიერის თქმით, ეტაპობრივად, ყოველ შაბათ-კვირას შემოვა ფაიზერის“ ვაქცინა. ასევე, ამერიკის მთავრობას „ფაიზერის“ ნახევარი მილიონი დოზის ჩუქება აქვს გადაწყვეტილი, რომელსაც ქვეყანა უახლოეს რამდენიმე კვირაში მიიღებს.

მსგავსი