რამდენად ეფექტიანია ჩინური ვაქცინა „სინოვაკი“, რომლის 100 ათასი დოზა ამ დროისთვის ქვეყანაში დასაწყობებულია. პრეპარატი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას, სპეციალისტების პროგნოზით, მაისის ბოლოსთვის მიიღებს.
მედიკოსების განმარტებები არაერთგვაროვანია. საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ „სინოვაკის“ უსაფრთხოებასა და ეფექტიანობას გაუსვა ხაზი. ჩინურ ვაქცინებთან დაკავშირებით, ინფორმაციის სიმწირეზე მიუთითა გადაცემაში ვახტანგ კალოიანმა.
დღის თემა