საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მკვეთრი კლება დაფიქსირდა ბოლო 24 საათში. ქვეყანაში ჩატარებული 24 358 ტექსტიდან, „კოვიდ-19“ მხოლოდ 508 პირს დაუდასტურდა. რაც შეეხება კორონავირუსის გამოვლენის დღიურ მაჩვენებელს, ისიც შემცირდა და 2,09 პროცენტი შეადგინა. კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 252, აჭარაში – 61, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 48. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 481 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 17 პაციენტი კი გარდაიცვალა. ეპიდვითარების შედარებით დასტაბილურების მიუხედავდ, სპეციალისტების რეგულაციების დაცვისა და ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრობენ.
მოამბე