ეპიდემიოლოგიური ვითარება მესტიაში 

ჩაკეტილ მესტიის მუნიციპალიტეტში მოქალაქეების თერმოსკრინინგი და ტესტირება გრძელდება. პარალელურად, ამ დრომდე ელოდებიან 900-ზე მეტი „პსრ“ ტესტის პასუხს. გრძელდება მოქალაქეების საკარანტინო სივრცეებში გადაყვანაც. რაც შეეხება სასურსათო მარაგებს, სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში ამის პრობლემა არ არსებობს.

ლიკა ალელიშვილი მოგვაწვდის ბოლო ინფორმაციას ჩაკეტილი მუნიციპალიტეტიდან.