EMC-ის პოზიცია

EMC-იმ დავით გარეჯის საქმეზე მოკვლევა ჩაატარა და შეფასება წარმოადგინა. ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმის მასალების დეტალური ანალიზი აჩვენებს, რომ სახელმწიფო ბრალდების პოზიციები დაუსაბუთებელია. მათი დასკვნიდან გამომდინარე, ორგანიზაცია საქმის შეწყვეტასა და ბრალდებულების – ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის გათავისუფლებაზე საუბრობს.