საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ტარიფების განსაზღვრას იწყებს. დღეს კომისია ჰესებისა და თბოელექტროსადგურებისთვის გენერაციის ტარიფს დაადგენს. სემეკ-ის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, კომპანიები დღეს მიაწვდიან კომისიას დეტალურ ინფორმაციას გაწეულ ხარჯებთან და საინვესტიციო გეგმებთან დაკავშირებით და სწორედ ამის საფუძველზე დადგინდება გენერაციის ტარიფიც. ორშაბათს კი მარეგულირებელი კომისია უკვე სამომხმარებლო ტარიფზე იმსჯელებს.