ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებელი გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, რეალური შიდა პროდუქტის მატებამ 7.7 პროცენტი შეადგინა.
წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მშენებლობის დარგმა, ვაჭრობამ, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებმა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა სატრანსპორტო და დასაწყობების, ასევე ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების სექტორებში.