საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა ქვეყანაში არსებული დადებითი ტენდენციები მიმოიხილეს და 2024 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებლებით უზრუნველყოფის პროგრამას, პრემიერის თქმით, მთავრობა ბინებს 1 000-მდე ოჯახს შეუძენს.
განხილვის თემა იყო ახალი ბიზნესიდეების მხარდაჭერა და სახელმწიფო ქონების პრივატიზებაც. ეკონომიკური საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების საკითხზეც, რომელიც საკანონმდებლო დონეზე უნდა დარეგულირდეს. აღინიშნა, რომ კანონპროექტის პირველადი ვერსია უკვე შემუშავებულია და მისი განხილვა ახლა მხარეებთან მიმდინარეობს.