ეკონომიკური რეიტინგი

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამსთანდართს ენდ ფუარსმა“ საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურისკენ გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი კვლავ „ბიბის“ დონეზე დაადასტურა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2018 წლის განმავლობაში ქვეყანამ ეკონომიკური მდგრადობა შეინარჩუნა.

სარეიტინგო კომპანია დადებითად აფასებს საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებსა და ინიციატივებს და მიიჩნევს, რომ აღნიშნული დამატებით პოზიტიურ წვლილს შეიტანს ეკონომიკურ ზრდაში. რეფორმებიდან აღსანიშნავია: ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარება, ბიზნესგარემოს გაუმჯობესება, მათ შორის: საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ კანონის მიღება, დეპოზიტების დაზღვევა, მიწისა და საპენსიო რეფორმა; საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივება, დღგ-ს ზედმეტობების დაბრუნების რეფორმა და განათლების რეფორმა. ანგარიშში ასევე პოზიტიურად არის შეფასებული პასუხისმგებლიანი დაკრედიტებისკენ მიმართული ღონისძიებები და პრუდენციული რეგულაციები. სარეიტინგო კომპანიამ მიიჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 2019 წელს რეგიონის სხვა ქვეყნების ზრდას მნიშვნელოვნად გადააჭარბებს.