საქართველომ ევროკომისიას 2024-26 წლებისთვის „ეკონომიკური რეფორმების პროგრამის“ პირველადი დოკუმენტი წარუდგინა. აღნიშნული დოკუმენტი კანდიდატი ქვეყნებისთვის ხარჯების საშუალოვადიანი დაგეგმვის ინსტრუმენტია. სწორედ პროგრამით გათვალისწინებული რეფორმები იქნა განხილული ევროკომისიის ექსპერტების მიერ ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ფინანსთა მინისტრის მოადგილეები დაესწრნენ. დოკუმენტში ასახულია ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების, ასევე წლიური ბიუჯეტის პროგნოზების ფარგლებში განსაზღვრული პარამეტრები.