სტრატეგიული და ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა ვიცეპრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრთან თბილისში გამართულ შეხვედრაზე, რომლის დასრულების შემდეგ მინისტრებმა საქართველო-აზერბაიჯანის ბიზნესფორუმი გახსნეს.
ფორუმი, რომელშიც ორი ქვეყნის სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით ჩატარდა. დავითაშვილი და ჯაბაროვი ასევე დაესწრნენ გალაკონცერტს, რომელიც ჰეიდარ ალიევის 100 წლისთავს მიეძღვნა. აზერბაიჯანი, როგორც საქართველოს ერთ-ერთ წამყვანი სავაჭრო პარტნიორი, საქართველოს ათ ძირითად სავაჭრო პარტნიორს შორისაა.