ძლიერი წვიმები ჰონგ-კონგში

ჰონგ-კონგში 140 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერმა წვიმამ ქალაქი დატბორა. წყალდიდობამ დააზიანა ქუჩები, სავაჭრო ცენტრები. ხელისუფლებამ სკოლები დახურა და მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. ქალაქის ხელმძღვანელმა ჯონ ლიმ თქვა, რომ ძალიან შეშფოთებულია ტერიტორიის უმეტეს ნაწილში ძლიერი წყალდიდობით და დაავალა ყველა დეპარტამენტს, იმოქმედონ.

ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია ჩინეთის სამხრეთ რაიონებშიც. გუანდუნის პროვინციის დასახლებული პუნქტებიდან 10 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.