არასრულწლოვნის მიმართ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის ძებნილ ამერიკის მოქალაქეს სასამართლომ შეერთებულ შტატებში ექსტრადირება შეუფარდა. მას ამერიკულ მართლმსაჯულებას კანონით დადგენილ ვადებში გადასცემენ.
35 წლის ბრალდებულის დაკავება ბათუმში შეერთებული შტატების საგამოძიებო ორგანოების მოთხოვნის შესაბამისად მოხდა. მას 16 წლამდე არასრულწლოვანზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის გამო ეძებდნენ. დანაშაული 2023 წელს ამერიკაში მოხდა. დაკავების ოპერაცია ინტერპოლთან საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.