ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ანტონიო პიცოლატომ ოქროს მედალი მოიპოვა
ბათუმში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის მეხუთე დღეს 81 კგ წონაში ევროპის ჩემპიონი იტალიელი ანტონიო პიცოლატო გახდა, რომელმაც ატაცში მხოლოდ მე-7 შედეგი (155 კგ) დააფიქსირა. მაგრამ აკვრაში შეძლო 201 კილოგრამის დაძლევა და ამ დისციპლინაში პირველობასთან ერთად ორჭიდშიც ოქროს მედალი მოიპოვა.
დღეს ასპარეზობაში 89 კგ წონით კატეგორიაში ევროპის მოქმედი ჩემპიონი რევაზ დავითაძე ჩაებმება, რომელიც შეჯიბრის ერთ-ერთი ფავორიტი იქნება.