რევაზ დავითაძემ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა

ქართველი ძალოსანი ევროპის ჩემპიონია. რევაზ დავითაძემ ბუქარესტში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი დაისაკუთრა. 85 კილოგრამში მოასპარეზე, საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრმა ატაცში სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა, კონკურენტს 10 კილოგრამით გაუსწრო და პირველი ადგილი დაიკავა.

აკვრაში დავითაძემ ასევე ყველა ცდა გამოიყენა და ვერცხლის მედალს დაეუფლა. მან ორჭიდის ჯამში 353 კგ. მოაგროვა და ოქროს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ გუნდური შედეგებით საქართველო მე-2 ადგილზეა.