#დოსიე „დაუსრულებელი ომი. ირანი, ისრაელი, ამერიკის შეერთებული შტატები“

ორმოცი წლის წინ, აიათოლა ჰომეინის ისლამური რევოლუციით დაწყებული უსახელო ომის ისტორია, რომელიც ოფიციალურად არავის გამოუცხადებია.
ფეთქებადსაშიში, უკიდურესად მწვავე და დაძაბული, ერთდროულად სტრატეგიული და იდეოლოგიური დაპირისპირება თეოკრატულ ირანსა და ისრაელ-შეერთებულ შტატებს შორის, 1979 წლის შემდეგ ერთი დღითაც არ განელებულა.
რა მოხდება, თუკი ეს ომი რეალურად იფეთქებს? ჩაითრევს თუ არა ის მთელ ახლო აღმოსავლეთს და შექმნის თუ არა მესამე მსოფლიო ომის რეალურ საფრთხეს?
სავარაუდო პასუხები ამ კითხვებზე, მსოფლიო თანამეგობრობის უკიდურესი შეშფოთების საგანია.
ორმოცწლიანი გამოუცხადებელი ომის ქრონიკა – ვინსენტ დე კუანტეს დოკუმენტური ფილმი „დაუსრულებელი ომი. ირანი, ისრაელი, ამერიკის შეერთებული შტატები“ –  პაატა ქურდაძის საავტორო გადაცემაში „დოსიე“

დოსიე