#დოსიე „ამოუცნობი მფრინავი ობიექტები. სახელმწიფო საქმე“

2017 წლის დეკემბერში, ამერიკული საზღვაო ფლოტის გამანადგურებლის, F-18-ის მიერ გადაღებულმა ამოუცნობი მფრინავი ობიექტის ვიდეომ, დიდი მითქმა-მოთქმა და შეშფოთება გამოიწვია მსოფლიოში.

2019 წელს, ფლოტის სარდლობის მიერ დადასტურდა მანამდე გასაიდუმლოებული 2004 -2017 წლებში გადაღებული მსგავსი ვიდეოების ავთენტურობა და ფართო საზოგადოებისათვის ღია გახდა.

უცხო ცივილიზაციები, უცხოპლანეტელები…

ჩვენი ეპოქის ფოლკლორი, თუ პრიორიტეტული საკითხი, რომელზეც მსოფლიო მნიშვნელობის კვლევითი ცენტრები, მეცნიერები, პოლიტიკოსები და ექსპერტები მუშაობენ…

დომინიკ ფიოლის დოკუმენტური ფილმი „ამოუცნობი მფრინავი ობიექტები. სახელმწიფო საქმე“ – პაატა ქურდაძის საავტორო გადაცემაში „დოსიე“

დოსიე