დონორთა კონფერენცია სირიის კრიზისზე

სირიის და სირიელი ლტოლვილების დასახმარებლად საერთაშორისო საზოგადოება ბრიუსელში შეიკრიბა.

დონორთა კონფერენციაზე 6 მილიარდი დოლარის შეგროვება იგეგმებოდა. გაერო-ს გეგმა სრულად ვერ შესრულდა, თუმცა ორგანიზაცია ფინანსური რესურსების მიღებას ისევ ელოდება. ევროკავშირს კი ფინანსების მობილიზება პირველ ეტაპზე ე.წ. ისლამური სახელმწიფოსგან გათავისუფლებული ტერიტორიებისთვის სურს.