გაერო-ს შეფასებით, სირიის აღდგენას 200-300 მილიარდი დოლარი დასჭირდება
გაერო-ს შეფასებით, სირიის აღდგენას 200-300 მილიარდი დოლარი დასჭირდება

გაერო-ს შეფასებით, სირიის აღდგენას 200-300 მილიარდი დოლარი დასჭირდება. ამის შესახებ სირიაში გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამის წარმომადგენელმა, ჯეიკობ კერნმა განაცხადა.

მისივე  თქმით, ქვეყანაში ნორმალური ცხოვრებისთვის აუცილებელია სახლების, ქარხნების, ელექტროგადამცემი ხაზებისა და ინფრასტრუქტურის აღდგენა.

„რეკონსტრუქცია მასშტაბური უნდა იყოს. შესაძლოა 300 მილიარდი დოლარი ყველაზე ცოტა თანხაა, რაც ქვეყნის აღდგენისთვისაა აუცილებელი. ეს ჰუმანიტარული კრიზისია და ყველას, ვისაც სინდისი აქვს, სირიელებს დაეხმარება“, – განაცხადა კერნმა.