ვლადიმერ პუტინი – აშშ-ის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის მიერ სირიის დაბომბვა საერთაშორისო სამართლის სერიოზული დარღვევაა

16:10, 23.04.2018

აშშ-ის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის მიერ სირიის დაბომბვა საერთაშორისო სამართლის სერიოზული დარღვევაა – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ფრანგ კოლეგას სატელეფონო საუბრისას განუცხადა. ვლადიმერ პუტინმა ემანუელ მაკრონს უთხრა, რომ დაბომბვამ სირიაში ვითარება გაართულა.

რუსეთისა და საფრანგეთის ლიდერებმა ირანის ბირთვულ პროგრამაზეც გაამახვილეს ყურადღება. კრემლის ინფორმაციით, პუტინიც და მაკრონიც თანხმდებიან, რომ ირანთან დადებული საერთაშორისო შეთანხმება უნდა გაგრძელდეს.

 

მსგავსი