კონგრესმა ვაშინგტონს ასადის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების ფინანსური დახმარება აუკრძალა
კონგრესმა ვაშინგტონს ასადის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების ფინანსური დახმარება აუკრძალა

შშ-ის კონგრესში კანონპროექტი მიიღეს, რომელიც ასადის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების რეკონსტრუქციას კრძალავს. წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებით, ვაშინგტონს სირიის ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებისთვის ფინანსური დახმარება ეკრძალება.

ამავე დროს, კანონმდებლები არ ეწინააღმდეგებიან დახმარების აღმოჩენას იმ რაიონებისთვის, რომლებსაც სირიის მთავრობა ვერ აკონტროლებს.

აშშ-ის კონგრესის წარმოამდგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ედ როისმა კანონპროექტს „დროული“ უწოდა და აღნიშნა, რომ ამერიკელი გადასახადების გადამხდელების ფული ასადის დანაშაულებრივი რეჟიმისა და მისი მხრდამჭერების ხელში ვერ მოხვდება. როისის თქმით, ბაშარ ასადმა ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანა.