დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველს, ჯორჯ პაპადოპულოსს 14 დღით პატიმრობა მიესაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიზეზი, პრეზიდენტის მრჩევლის მიერ გამოძიების ფედერალური ბიუროსთვის მიცემული ცრუ ჩვენებაა.
პატიმრობასთან ერთად პაპადოპულოსს 200 საათის განმავლობაში საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა და 9 500 დოლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა. დონალდ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეზე გამოძიებისთვის ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდება 2017 წლის ოქტომბერში აღიარა.
ჯორჯ პაპადოპულოსი პირველი მრჩეველი იყო, რომელმაც სპეციალურ პროკურორთან რობერტ მიულერთან თანამშრომლობაზე თანხმობა განაცხადა.