დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ძალაში დატოვების მომხრეა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ძალაში დატოვებისა და საჭიროების შემთხვევაში, განახლების მომხრეა. მისი განცხადებით, ფხენიანის რეჟიმი კვლავაც საფრთხეს წარმოადგენს. ამ განცხადებას წინ უსწრებდა აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივი წვრთნების შეჩერება, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში იყო დაგეგმილი.
პენტაგონმა და პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სეულში სამხედრო წვრთნების შეჩერება სწორედ ფხენიანიდან მომდინარე საფრთხით განმარტეს. პენტაგონში განაცხადეს, რომ დროებით ერთობლივი სამხედრო წვრთნა სამხრეთ კორეაში არ ჩატარდება.
დონალდ ტამპსა და ჩრდილოეთ კორეის ტოტალიტარული რეჟიმის ლიდერს შორის შეხვედრა 12 ივნისს სინგაპურში შედგა. ისტორიული აუდიენციის მთავარი თემა ბირთვული განიარაღება იყო.